Saturday, June 25, 2016
ტრენინგის პირველ დღეს გავეცანით -პროექტით სწავლებას,თუ როგორ უნდა შევძლოთ პროექტით დაგეგმვა,როგორ უნდა მოვარგოთ არჩეულ თემას საკვანძო კითხვები.ასევე შევქმენით საქაღალდე და ჩავალაგეთ მოდულის ძირითადი პუნქტები.გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.ვნახეთ ასევე სხვისი ატვირტული პროექტები და მოვიფიქრეთ თუ რა შეიძლება ჩვენ დავგეგმოთ პროექტის სახით. ტრენინგის მეორე დღეს კი უფრო დაწვრილებით გავეცანით პროექტის მოთხოვნებს.ვისწავლეთ ბროშურების შექმნა,ასევე დავამზადეთ კიდეც ისინი.ვნახეთ სხვების შექმნილი გაზეთები და ბროშურები.პროექტის პორთფოლიოს ნიმუშებისთვის ვიხილეთ ვებგვერდი და დავსახეთ შემდეგი დღის გეგმები.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment