Friday, July 19, 2013

ტრენინგის შთაბეჭდილებები

გაკვეთილი
მასწავლებელთა ტრენინგენგები ძალიან კარგია ცოდნის გასაღრმავებლად, ამ ტრენინგმა რომელსაც გვიტარებს ტრენერი მაია ჯოხაძე იყო საუკეთესო. გვასწავლა იმაზე მეტი ვიდრე შეიძლებოდა, რასაც მთელი თავისი ენერგია ჩააქსოვა, ამისათვის დიდ მადლობას ვუხდი მას და იმას ვინც ის ჩვენთან მოგგვამაგრა.გისურვებ ქალბატინო მაია ყოველივე კარგს და ღმერთი გფარავდეთ ყოველთვის.
პროექტის სახელწოდაბა: ს ი მ ე ტ რ ი ა
სამება
პროექტის მთავარი იდეა:  ფიგურათა კლასიფიკაცია ცენტრული და ღერძული სიმეტრიების    მიხედვით.                                                                                        
პროექტის აქტუალობა:  მიღებული ცოდნითა და არსებული სახელმძღვანელოების გამოოყენებით, მოსწავლეები წარმოადგენენ ღერძული და ცენტრული სიმეტრიების ცნებებს, აღწერენ ფიგურის სიმეტრიულობას წერტილის მიმართ, წრფის მიმართ, ახდენენ ფიგურათა  ( მაგალითად: სამკუთხედის, ოთკუთხედის ნებისმიერი მრავალკუთხედის ) კლასიფიკაციას ცენტრული და ღერძული სიმეტრიების მიხედვით ( მაგალითად: სიმეტრიის ღერძების რაოდენობების მიხედვით ); კომპიუტერის, ელციკლოპედიების, ცნობების გამოყენებით აღწერენ და გამოიკვლევენ სიმეტრიას ყოფით ცხოვრებაში, ბუნებასა და ხელოვნებაში, გამოიკვლევენ ასევე მათემატიკურ ცნებებს, რის საფუძველზეც ახლებურად აღიქვამენ საგნების სილამაზესა,  „პროპორციულობას’’.
პროექტის მაზნები:  ღერძული და ცენტრული სიმეტრიების არსის გააზრება. ფიგურათა თვისებების  შესწავლისათვის ღერძული და წერტილოვანი სიმეტრიის თვისებების გამოყენება. ასევე შესძლონ გეომეტრიული წარმოდგენების უნარის განვითარება. ასევე  სიმეტრიული ობიექტების აღმოჩენის და აღწერის უნარის განვითარება.
მონაწილეთა ასაკი:  მონაწილეთა ასაკი შეადგენს 14-15 წელს.
ვადები/ ხანგრძლივიბა: პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 1 კვირას.
სიმეტრიული პეპელა
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:  გარემომცველ ობიექტებს შორის მოიძიებს სიმეტრიულ ობიექტებს, ხაზავს ფიგურების სიმეტრიულ ფიგურებს მითითებული სიმეტრიის ღერძის მიმართ. უთითებს სიმეტრიის ღერძების ოდენობას აღმოჩენილ ასევე საკუთარი ნახაზის მიხედვით. ახდენს სიმეტრიულობის დემონსტრირებას, იყენებს ფიგურის სიმეტრიულობას ფიგურის თვისების დასადგენად; იღრმავებს ცოდნას მათი წარმოშობის ისტორიის შესახებ. კომპიუტერის მეშვეობით ინტერნეტში პოულობს სიმეტრიულ ფიგურებს და ახდენს მათ გამოკვლევას  და დასკვნების გამოტანას, როგორც ღერძული ასევე ცენტრული სიმეტრიის მიხედვით. მიღებული ინფორმაციით პროგრამა Geogebra-ში ახდენს ნახაზების შექმნას, ყოველივე ამის შემდეგ ქმნის დამოუკიდებლად საკუთარ პროდუქტს: „სიმეტრიული ტაძრები“  და აგებს მას  პროგრამა Geogebra-ს დახმარებით. ყველა ამ ნამუშევრებს და მუშაობის პროცესში გადაღებული ფოტომასალით აკეთებს ალბომს, ბუკლეტს და ახდენს ინტერნეტში მათ განთავსებას.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  სახაზავი, სანტიმეტრი, საწერკალამი, თაბახის ფურცლები, კომპიუტერი, ინტერნეტი.
ირმის სიმეტრიული  რქები
პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები) : მოსწავლეები იწყებენ ინტერნეტიდან ინფორმაციის მოპოვებას სიმეტრიაძე, მათ წარმოშობაზე, ეცნობიან ინტერნეტში განთავსებულ სიმეტრიულ ფიგურებს. შემდეგ ახდენენ გეოგრაფიისა და ხელოვნების ჩართვას პროექტში. ბუნებაში გასვლას, დაკვირვებას და მათგან ინფორმაციის მიღებას, თუ რა  კავშირი აქვს სიმეტრიას მათ საგანთან. შემდეგ პოულობენ სიმეტრიულ ფიგურებს და იწყებენ მათზე გაკვირვებას, გამოთვლას, გამოანგარიშებას, ფურცელზე მათ დახაზვას, ასევე ნაპოვნი სიმეტრიების აგებას Geogebra-ში, ახდენენ ფურცელზე შესრულებულ და Geogeba-ში აგებულ ნახაზებს შორის დასკვნების გამოტანას. სურათების გადაღებას და ინტერნეტში განთავსებას. ბოლოს იწყებენ საკუთარ პროექტზე: „სიმეტრიული ტაძრები“ მუშაობას, გამოთვლების ჩატარებას, აგებას Geogebra-ში, ახდენენ სურათების  გადაღებას და მათ განთავსებას ინტერნეტში. საბოლოო სახით მიღების შემდეგ მის წარმოდგენას პრეზენტაციის სახით.
საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  გეოგრაფიის, ხელოვნებისა და ხაზვის საგნებთან.
პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი ):  კირკიტაძე ეკატერინე.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: kirkitadzeekaterine@gmail.com.

პროექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი : kitkitadzeekaterine.blogspot.com.       

Wednesday, July 17, 2013

კირკიტაძე ეკატერინე

1999 წელს  დავამთავრე  თერჯოლის მე-2 საჯარო სკოლა.ამავე წელს ჩავირიცხე ქ.ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო  უნივერსიტეტში  ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე,მათემატიკის სპეციალობით,რომელიც დავამთავრე 2005 წელს.
           2009  წელს მუშაობა დავიწყე თერჯოლის მე-2 საჯარო სკოლაში მათემატიკის პედაგოგად.
           მყავს მეუღლე და ორი შვილი:ანანო და ბარბარე გაბრიჭიძეები.