Monday, July 11, 2016

ინტელის პროექტი

მათემატიკა და ცხოვრება

მთლიანი კურსის რეფლექსია.
ინტელის კურსმა ,,პროექტით სწავლება,, საშუალება მომცა შემესწავლა ეფექტური და საინტერესო პროექტების შექმნა,რაც უფრო საინტერესოს გახდის სწავლებას.გავეცანი ბავშვებთან წარმატებით მუშაობისათვის საჭირო კითხვარებს.მოვიღე ბევრი დამატებით საინტერესო  და საჭირო ცოდნა.რაც დამეხმარება მივაღწიო მოსწავლესთან მუშაობისას ეროვნული სასწავლო გეგმით  გათვალისწინებულ მიზნებს.დავხვეწე ბლოგზე მუშაობის უნარები.მადლობა ტრენერს ავთანდილ ცნობილაძეს ტრენინგის საინტერესოდ წარმარტვისათვის.
მოსწავლის პრეზენტაცია

Wednesday, July 6, 2016

პროექტის მე-7 დღე.
ამ დღეს პროექტის მონაწილეებმა წარმოადგინეს საშინაო დავალება - მოსწავლის მიერ  გაკეთებული პრეზენტაცია. ვიმსჯელეთ პრეზენთაციის დადებით და უარყოფით მხარეებზე. ამის შემდეგ მივუბრუნდით საკითხავ მასალას.წავიკითხეთ მეხუთე მოდული.ვიმსჯელეთ შეფასების სხვადასხვსა მეთოდზე. სასწავლო რესურსებში დავათვალიერეთ შეფასების რუბრიკების ფორმები.შევქმენით ჩვენს პროექტში გამოყენებული ერთ-ერთი მეთოდის სქემა.

Tuesday, July 5, 2016

    ტრენინგია მე-6  დღეს---ვისწავლეთ, ბლოგზე მასალების ატვირთვა,პრეზენტაციის დადება ლინკის ფორმით. პრეზენტაციის ჩაშენება  გვერდზე . Youtube-დან ვიდეოს გამოქვეყნება,ვისწავლეთ ასევე   ბლოგის დიზაინის შეცვლა და გაჯეტების ფორმირება და ბლოგზე  გვერდების დამატება,გავეცანით სასწავლო ნიმუშებს და მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნას.

Friday, July 1, 2016

ტრენინგის მეხუთე დღის რეფლექსია: ვისაუბრეთ ინტერნეტ კავშირებზე, ვისწავლეთ ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესის აქტუირობასა და მიზნობრიობისათვის.გავეცანით საავტორო უფლებების ქაოსს,ვისწავლეთ გუგლში გვერდის ჩანიშვნა,დავამყარეთ ინტერნეტ კავშირი მსოფლიოსთან,ვისწავლეთ ელ-ფოსტაზე დაარქივებული მასალის მიბმა- გადაგზავნა..ვიმუშავეთ Web.2.0 Tools და კვლევითი ფორმების შედგენაზე.

Wednesday, June 29, 2016

ტრენინგის მეოთხე დღეს განვიხილეთ სეფასების სხვადასხვა მეთოდი. განმმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასების მეთოდები. წავიკითხეთ პქოექტზე დაფუძნებული სწავლების შეფასება. გავეცანით შეფასების ხუთ სტრატეგიას. ვისაუბრეთ მოსწავლეთა საჭიროებების შესახებ. განვიხილეთ პროექტის დროში გაწერილი გეგმა და მოვარგეთ ჩვენს  პროექტს. გავეცანით  რესურსებში არსებულ პრეზენტაციების ნიმუშებს. ვიმუშავეთ პროექტში გამოსაყენებელი შეფასების მეთოდის  ფორმის შექმნაზე. 

Sunday, June 26, 2016

ტრენინგის მე-3 დღეს ვისაუბრეთ სტანდარტებზე,რომელიც მივუსადაგეთ ჩვენს არჩეულ თემას,გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს,სიტყვებს და შესაბამისი საკითხები დაურთეთ ჩვენს თემას,ანუ მივაბით თემის სტანდარტს,აქედან გამომდინარე ჩამოვაყალიბეთ მიზნები ,გავეცანით რუბრიკებს და ბოლოს მოვარგეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები.

Saturday, June 25, 2016

       ტრენინგის პირველ დღეს გავეცანით -პროექტით სწავლებას,თუ როგორ უნდა შევძლოთ პროექტით დაგეგმვა,როგორ უნდა მოვარგოთ არჩეულ თემას საკვანძო კითხვები.ასევე შევქმენით საქაღალდე და ჩავალაგეთ მოდულის ძირითადი პუნქტები.გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.ვნახეთ ასევე სხვისი ატვირტული პროექტები და მოვიფიქრეთ თუ რა შეიძლება ჩვენ დავგეგმოთ პროექტის სახით.                           ტრენინგის მეორე  დღეს კი უფრო დაწვრილებით გავეცანით პროექტის მოთხოვნებს.ვისწავლეთ ბროშურების შექმნა,ასევე დავამზადეთ კიდეც ისინი.ვნახეთ სხვების შექმნილი გაზეთები და ბროშურები.პროექტის პორთფოლიოს ნიმუშებისთვის ვიხილეთ ვებგვერდი და დავსახეთ შემდეგი დღის გეგმები.