Wednesday, June 29, 2016
ტრენინგის მეოთხე დღეს განვიხილეთ სეფასების სხვადასხვა მეთოდი. განმმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასების მეთოდები. წავიკითხეთ პქოექტზე დაფუძნებული სწავლების შეფასება. გავეცანით შეფასების ხუთ სტრატეგიას. ვისაუბრეთ მოსწავლეთა საჭიროებების შესახებ. განვიხილეთ პროექტის დროში გაწერილი გეგმა და მოვარგეთ ჩვენს პროექტს. გავეცანით რესურსებში არსებულ პრეზენტაციების ნიმუშებს. ვიმუშავეთ პროექტში გამოსაყენებელი შეფასების მეთოდის ფორმის შექმნაზე.
Sunday, June 26, 2016
ტრენინგის მე-3 დღეს ვისაუბრეთ სტანდარტებზე,რომელიც მივუსადაგეთ ჩვენს არჩეულ თემას,გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს,სიტყვებს და შესაბამისი საკითხები დაურთეთ ჩვენს თემას,ანუ მივაბით თემის სტანდარტს,აქედან გამომდინარე ჩამოვაყალიბეთ მიზნები ,გავეცანით რუბრიკებს და ბოლოს მოვარგეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები.
Saturday, June 25, 2016
ტრენინგის პირველ დღეს გავეცანით -პროექტით სწავლებას,თუ როგორ უნდა შევძლოთ პროექტით დაგეგმვა,როგორ უნდა მოვარგოთ არჩეულ თემას საკვანძო კითხვები.ასევე შევქმენით საქაღალდე და ჩავალაგეთ მოდულის ძირითადი პუნქტები.გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.ვნახეთ ასევე სხვისი ატვირტული პროექტები და მოვიფიქრეთ თუ რა შეიძლება ჩვენ დავგეგმოთ პროექტის სახით. ტრენინგის მეორე დღეს კი უფრო დაწვრილებით გავეცანით პროექტის მოთხოვნებს.ვისწავლეთ ბროშურების შექმნა,ასევე დავამზადეთ კიდეც ისინი.ვნახეთ სხვების შექმნილი გაზეთები და ბროშურები.პროექტის პორთფოლიოს ნიმუშებისთვის ვიხილეთ ვებგვერდი და დავსახეთ შემდეგი დღის გეგმები.
Subscribe to:
Posts (Atom)